მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნების საგანგებო შეკრება ბორჯომში

ქართული ოცნების საგანგებო შეკრება ბორჯომში

Published on

ქართული ოცნება ბორჯომში საგანგებო შეკრებას მართავს – აუდიენციის მასპინძელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ მასთან ერთად უნდა იმსჯელონ პარტიის ლიდერებმა და რიგითმა წევრებმა დღეს ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაზე.

შეხვედრას დაესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ფორმატი დახურულია და მას მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან.

​”ქართულ ოცნებაში” კატეგორიულად უარყოფენ, რომ შეხვედრაზე განიხილება პარტიის  ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლება

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ შევხედრის მთავარი საკითხი სწორედ ეს არის

,,ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრეპარტიის თავმჯდომარე არ გახდება – აცხადებს ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი არმაზ ახვლედიანი. მისი თქმით, ღარიბაშვილისთვის, ივანიშვილის გარდა სხვა ხელმძღვანელი, წარმოუდგენელია

“ის ვერ აიტანს ვერც კობახიძეს და ვერც გახარიას იტანდა და ვერც ვერავის სხვას. შესაბამისად, ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, რომ ჩაიგდოს ხელში პარტიული თანამდებობა და იგრძნოს თავი გაცილებით კომფორტულად და დაცულად”,-  ამბობს არმაზ ახვლედიანი.

შეკრება ბორჯომში ორ დღეს გაგრძელდება.

 

 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...