მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ მოსახლეობის 30% აცრილი გყავთ, სტაბილიზაცია იწყება, თუ 80% - პანდემიისგან თავის...

თუ მოსახლეობის 30% აცრილი გყავთ, სტაბილიზაცია იწყება, თუ 80% – პანდემიისგან თავის დაღწევა – ჰანს კლუგე

Published on

შემდეგი 12 თვის განმავლობაში ვაქცინების 11 მილიარდი დოზა გვჭირდება, რაც დღეში 150 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, პანდემია კი ყოველდღე 100-ჯერ უფრო ძვირია. არავინაა დაცული, სანამ ყველა არაა დაცული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება მოვლენები ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, კლუგემ უპასუხა, რომ რიცხვის დასახელება რთულია.

„მაგრამ ჩვენი ექსპერტები ევროპის რეგიონში 80% -იან ნიშნულს ასახელებენ. თუ ვაქცინირებული გყავთ მოსახლეობის 30%, იწყებთ სტაბილიზაციას, თუ 60% – თქვენ ნამდვილად იცავთ და 80% -ის შემთხვევაში, ჩვენ მისგან თავის დაღწევა შეგვიძლია,“ – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ჩაიტარონ ვაქცინაცია, როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...