მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში მომავალ კვირას დავბრუნდებით და შევუერთდებით მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას

საქართველოში მომავალ კვირას დავბრუნდებით და შევუერთდებით მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას

Published on

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღების შენდეგ, ნაციონალური მოძრაობა შეძლებს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს. -განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუს.ი 

“ამნისტიის შესახებ კანონი უკიდურესად მანვნებლურია და ქართული ოცნების მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება. ამას მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ. ნაციონალური მოძრაობა ამ კანონის თანაზიარი ვერანაირად ვერ გახდება.

მას შემდეგ, რაც  ქართული ოცნება მიიღებს კანონპროექტს, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა  აპირებდა და აპირებს იმ სულისკვეთების ნაწილი გახდეს, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. დროის ამბავია. ჩვენ საქართველოში სავარაუდოდ მომავალ კვირას დავბრუნდებით. ამნისტიის შესახებ კანონზე დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური, მესამე მოსმენ”. – ამბობს თინა ბოკუჩავა

30 მიასს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რის მიზეზადაც ამნისტიის კანონპროექტი დაასახელა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა.

 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...