მთავარისიახლეებიშემაკავებელი ორდერის გამოსაწერად პოლიციაში დაბარებული კაცი მესამე სართულიდან გადმოხტა

შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად პოლიციაში დაბარებული კაცი მესამე სართულიდან გადმოხტა

Published on

ამ დრომდე მძიმეა წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობიდან გადმომხტარი კაცის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ღამით, შენობის მესამე სართულიდან გადმოხტა. ის მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალის მოსვლისას კაცი კონტაქტური იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი პოლიციაში შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად დაიბარეს. მომხდარი ფაქტის გამო სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო და განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება დაწყებულია პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

“2021 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან გადმოხტა მამაკაცი.

აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,” – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...