მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე არ მშია და მიშამ ძალიან კარგად იცის, რომ ცხოვრებაში...

,,მე არ მშია და მიშამ ძალიან კარგად იცის, რომ ცხოვრებაში ფულით ვერავინ მიყიდის ” გიორგი ვაშაძე

Published on

მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას ვერავინ იყიდის, მათ შორის, ვერც მიხეილ სააკაშვილი.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო, ეს არის ის ორპოლუსიანობა, რაც გვართმევს განვითარების პერსპექტივას.

შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ვერ ვითარდება საქართველო და ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ „მშია“ და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი,”- განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...