მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე პარლამენტს, კერძოდ, ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს " შეუერთდა

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს, კერძოდ, ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს ” შეუერთდა

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს შეუერთდა. იგი ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის ” წევრი ხდება. მისი თქმით, ეს არის ტექნიკური ფრაქცია, სადაც ადამიანებს აკავშირებთ 19 აპრილის შეთანხმება,”- აღნიშნა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ამომრჩევლის ნდობას გამართლება სჭირდება და ერი უნდა გაერთიანდეს, რათა საგარეო პოლიტიკურ მთავარ მიზნებს მიაღწიოს.
თუ ჩვენ გვინდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მთავარ მიზნებს მივაღწიოთ, რაც არის NATO, ეს ნიშნავს უსაფრთხოებას საქართველოსთვის და ევროკავშირი – ეს ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას და განვითარებას, ჩვენ გვჭირდება დალაგებული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეს არ შეაქვს ეჭვი არჩევნების სწორად ჩატარებაში, სადაც 9200 ბავშვი არ არის სკოლის გარეთ დარჩენილი და სადაც სახელმწიფო ვალი არ არის გადაცდენილი 60%–ს. ჩვენ, თუ არ გავერთიანდით როგორც ერი, ვერაფერს მივაღწევთ და დავკარგავთ იმ მცირესაც, რაც გვაქვს, ” – აღნიშნა გრილოგ ვაშაძემ.

,, აქტიურად ვიქნები ჩართული. სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია, რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა.

“ეს უკვე სხვისი საქციელია და შეფასებას არ დავიწყებ,” – ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, “სწორად მიგაჩნიათ თუ არა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს?”.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ დეკემბერში უფრო უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა და ამნისტიის ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება” არის სრული მავნებლობა.

გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. მან თქვა, რომ არ ეთანხმებოდა პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას – არჩევნების შედეგების და პარლამენტის ბოიკოტს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...