მთავარისიახლეებისაზოგადოებანინოწმინდის ახალმა ხელმძღვანელმა იაკობმა პანსიონის 40-ზე მეტი თანამშრომლიდან ...

ნინოწმინდის ახალმა ხელმძღვანელმა იაკობმა პანსიონის 40-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 19 დატოვა

Published on

ნინოწმინდის ხელმძღვანელის, ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, დაწესებულებიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც ის ამბობს, პანსიონში 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო და მათგან 19 რჩება.

“ჩვენთან ახლა ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო. 19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ. როგორი პროცესია ხომ იცით, ვისაც წასვლა უნდა ჩვენ არავის ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ და ვინც დარჩება, სრულად ჰქონდეს მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ”, — განაცხადა იაკობმა.

კითხვაზე რა ნიშნით შეარჩიეს გათავისუფლებული თანამშრომლები, მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ ადგილზე მეტი აღმზრდელის ყოფნის საჭიროება არ იყო.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...