მთავარიUncategorized20 ივნისს ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია - ჭიჭინაძე გახარიაზე

20 ივნისს ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია – ჭიჭინაძე გახარიაზე

Published on

“ტრიბუნის” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას ნამდვილად არ გაუცია. ამასთან, ჭიჭინაძის თქმით, ირაკლი კობახიძე ცრუობს, თუმცა იგივე მეთოდებით “აფუჭებს” გახარიას, როგორც თავის დროზე, გახარიამ “გააფუჭა” ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი.

“მეთოდები ერთნაირი აქვთ”, – დასძენს დავით ჭიჭინაძე და 20 ივნისის ღამეს იხსენებს:

“კობახიძე იმ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს… შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია”.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...