მთავარისიახლეებისაზოგადოებადედაქალაქს და საქართველოს რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

დედაქალაქს და საქართველოს რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

Published on

ენერგოგამანაწილებელი კომპანიების თანახმად, შეფერხების მიზეზი ლოკალური ხარვეზები არ არის და სავარაუდოდ, სისტემური პრობლემაა.თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერეგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას “სახელმწიფო ელექტროსისტემა” ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.

„ენგურჰესზე“ მომხდარი ავარიის შესახებ იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“.

მათი ინფორმაციით,ჰესის გენერატორების ავარიულად გამორთვის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ გალის, ოჩამჩირის და გულრიფშის რაიონები, ასევე სოხუმის და გაგრის რაიონების ნაწილი.

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...