მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურამ კაშია ხობში მოზარდებს თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ესაუბრა

გურამ კაშია ხობში მოზარდებს თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ესაუბრა

Published on

ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სამეგრელოში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა.

შეხვედრა ხობის სოფელ ხეთაში შედგა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის ინიციატივით . მას ესწრებოდნენ ხეთის ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდებისა და ხობის “კოლხეთის” გოგონათა გუნდის ფეხბურთელები, ადგილობრივი მცხოვრებლები

გურამ კაშიას მთავარი სათქმელი, გამომდინარე იქიდან,რომ შეხვედრა კამპანიის ,,კაცები ზრუნავენ” ფარგლებში ჩატარდა, იყო ქალთა ფეხბურთი და მისი განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობა, როგორც მნიშვნელოვანი პირობა თანსწორობის პრინციპის დამკვიდრებისათვი კონკრეტულად ფეხბურთშიც და საზოგადოდ, ტოლერანტობის, არაძალადობრივი ურთიერთობების ცხოვრების ყველა სფეროში

გურამ კაშიას თქმით, ფეხბურთი ყველასთვისაა. მათ შორის როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგონებისთვის. უხარია, რომ საქართველოში ვითარდება. მანვე აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უთამაშია, ჰოლანდიაში და ამერიკაში, ქალთა ფეხბურთი ძალიან და კარგი იქნება, რაც შეიძლება მეტი გოგო თუ ითამაშებს ფეხბურთს საქართველოში.— განაცხადა მან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი

ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UNFPA Georgia

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...