მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკური ნიშნით ახლა უკვე გახარიას ხელდასმულ კადრებს დევნიან

პოლიტიკური ნიშნით ახლა უკვე გახარიას ხელდასმულ კადრებს დევნიან

Published on

 

„საქპატენტის“ თავმჯდომარე მინდია დავითაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაციაც.

დავითაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თანამდებობაზე 4 წლის ვადით, 2020 წლის თებერვალში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დანიშნა.

,,2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დავინიშნე „საქპატენტის“ თავმჯდომარედ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახლი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები.

ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან.

გუშინ, მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ-მინისტრს გუშინწინ – 9 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი.

მანამდე  შეხვედრა მქონდა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ილია დარჩიაშვილთან  , რომელმაც მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, იმ მოტივით, რომ დანიშნული ვარ წინა პრემიერის -გიორგი გახარიას მიერ. სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე. მოთხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა, განცხადება არ დავწერე, ვინაიდან „საქპატენტი“ გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავენთავისუფლებინე,

სამწუხაროა, რომ კეთილსინდისიერი მოხელის მიმართ ხელისუფლებამ გამოიყენა უკანონო მეთოდები . რა თქმა უნდა აუცილებლად გავაგრძელებ სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლას პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა უნდა დასრულდეს!“- წერს მინდია დავითაძე.

თავის მხრივ მთავრობის ადმინისტრაცია საქპატენტის“ ერთერთი  დეპარტამენტის უფროსის ირაკლი კასრაძის პირით აცხადებს, რომ მინდია დავითაძე ამ თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა ისე, რომ არანაირი გამოცდილება არ აქვს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარგში. ჩვენ სამსახურში ის პირადად ნათია მეზვრიშვილის ხელდასმით დაინიშნა, – ასე გამოეხმაურა  ირაკლი კასრაძე  „საქპატენტის“ ხელმძღვანელის მინდია დავითაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს.

 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...