სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები ლაშა გვასალია და გრიგოლ დაკარგულია სამსახური აღადგინეს

0
286

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები ლაშა გვასალია და გრიგოლ დაკარგულია, რომელნიც ცოტა ხნის წინ გაათავისულეს დაკავებული თანამდებობიდან, გუშინ, 9 ივნისს სამსახურში აღადგინეს.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გათავისუფლებულებმა მხარის ახალ რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას განცხადებით მიმართეს, მათი გათავისუფლების საკითხის გადასინჯვის თხოვნით.

ახალმა რწმუნებულმა ყოფილი გუბერნატორის, მალხაზ თორიას გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

გრიგოლ დაგარგულია ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ხოლო ლაშა გვასალია სამხარეო ადმინისტრაციის აპარატს ხელმძღვანელობს.

წინა სტატია“გამარჯობა საქართველო” – ლიეტუვის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა
შემდეგი სტატიაგაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ლიბერთი ბანკის ორგანიზებით ქუთაისის 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური