მთავარისიახლეებისაზოგადოებარეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

Published on

ანჩისხატის ტაძარში ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

რეზო გაბრიაძეს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა გულის მწვავე უკმარისობით.იგი 84 წლისა ხდებოდა.

რეზო გაბრიაძე ცნობილი რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი იყო, როგორც რეჟისორი ან სცენარისტი ავტორია 35-ზე მეტი ფილმისა, რომელთა შორისაა: არაჩვეულებრივი გამოფენა , სერენადა , არ დაიდარდო , ქვევრი, ფეოლა, შერეკილები, მიმინო , ქინ-ძა-ძა და სხვა.

მისი მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის ქუჩაზე , ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით მდებარეობს, თეატრის პირველი სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ იყო.

2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

სიახლეები

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...

ყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინეს. საქმეზე...

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...