მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ლიბერთი ბანკის ორგანიზებით ქუთაისის 60+...

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ლიბერთი ბანკის ორგანიზებით ქუთაისის 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას [Video]

Published on

10 ივნისს ქუთაისის 60+ კლუბი უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას. შეხვედრის ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. ღონისძიებას გახსნიან UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და ლიბერთი ბანკის იმერეთის რეგიონული დირექტორი ეკა ბოჭორიშვილი.
60+ კლუბის წევრებთან, თემაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ ისაუბრებს ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროსი. ხოლო პრეზენტაციას საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებების შესახებ წარმოადგენს ნანა კოტეტიშვილი, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი.
„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის 60+ კლუბების აქტიური მხარდამჭერი.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...