მთავარისიახლეებიპოლიტიკავერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ - ყაველაშვილი სანიკიძეს...

ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ – ყაველაშვილი სანიკიძეს პასუხობს

Published on

პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის განხილვისას მიხეილ ყაველაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატმა ოპონენტი შეურაცხმყოფელ და ირონიულ კონტექტსში მოიხსენია. – (ინფორმაციას ამის შესახებ თანდართული ფოტოკოლაჟით ონ გე აქვეყნებს).

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ ყაველაშვილი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და 20 ივნისის ღამეზე ისაუბრა.

“მე აქ ვიყავი ძვირფასო ნაციონალური მოძრაობის წევრებო და შანსი არ უნდა გაგეშვათ, ასეთი საუბარი იყო. ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როცა ერთამენთში საუბარი ჰქონდათ, რომ ეს ახლა ამდენი გულწრფელად ადამიანების, დიდი ნაწილი არ გაგეშვათ სახლში და როგორმე პარლამენტში შემოჭრით გადაწყვიტეთ… ზოგი დაუმორჩულებლობაზე საუბრობდთ…” — თქვა ყაველაშვილმა, რის შემდეგაც სანიკიძე ფეხზე წამოდგა და სხვდასხვა რეპლიკას იძახდა.

სწორედ ამ ბრალდებამ გამოიწვია სანიკიძის გაბრაზება, რასაც მან რეპლიკით უპასუხა.

“დაწყნარდი შენ ეხლა ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ”, – უთხრა ყაველაშვილმა სანიკიძეს.

მოგვიანებით დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ყაველაშვილმა მოგვიანებით თქვა, რომ აღელდა რის გამოც კოლეგებს და საზოგადოებას ბოდიში მოუხდა.

რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ, სხდომა გაგრძელდა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...