მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ" - ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის განხილვაზე არ...

,,გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ” – ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის განხილვაზე არ მივიდა

Published on

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ. განხილვას ესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, თუმცა არ ესწრება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბარი უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას მიიღებს ისეთი საკითხების გარჩევაში, რომლებიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

“ვაპირებ კონკრეტული საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, იმ საკითხებში მონაწილეობა მივიღო. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა, დიდი პატივისცემით, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ”. – ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა, თუმცა აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...