მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამ თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი...

ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამ თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი უნდა იყო” – საბანაძის განცხადება, რომელმაც ადგილი გამოუთავისუფლა მახარობლიშვილს

Published on

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.

ამ თანამდებობას მანამდე იკავებდა ნატალია საბანაძე რომელმაც პოსტი 21 მარტს დატოვა და “ქართული ოცნების” ხელისუფლება დემოკრატიული კურსის გადახვევასა და ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაში დაადანაშაულა.

,,ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამის თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი უნდა იყო” – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ამ ღია და საჯარო მხილების შემდეგ “ქართული ოცნება” ერთი მხრივ ელჩსა და მმართველ გუნდს შორის დაპრიპირების უარყოფას ცდილობდა და თან დიპლომატს თავს ესხმოდა, აკრიტიკებდა ,,პოლიტიკური დემარშისა და არადიპლომატიურად ხისტი განცხადებისთვის”

ამასთან მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობდნენ, რომ საბანაძის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი “ოცნების” რეალური მიზნებია, რომელიც დემოკრატიული ხელისუფლების იმიჯის მორგებას ცდილობს.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...