მთავარისიახლეებიკულტურამიხეილ სააკაშვილი: ,,რეზო გაბრიაძემ დაგვტოვა - ქუთაისის და საქართველოს სიამაყემ. პირადად...

მიხეილ სააკაშვილი: ,,რეზო გაბრიაძემ დაგვტოვა – ქუთაისის და საქართველოს სიამაყემ. პირადად ვიცნობდი და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი

Published on

,,გენიალურმა რეზო გაბრიაძემაც დაგვტოვა – ქუთაისის და საქართველოს სიამაყემ.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, პირადად ვიცნობდი და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი.
ოდესის მმართველი რომ გავხდი, მაშინ განსაკუთრებით დავაფასე იმიტომ, რომ ყველა ოდესელმა არა მხოლოდ სახელი იცის რეზო – პრაქტიკულად მისი ციტატებით მელაპარაკებოდა ბევრი.
ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის ქართველი ხელოვანი, რომელიც ალბათ არასათანადოდ დავაფასეთ ცხოვრებაში.” – მიხეილ სააკაშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
დიდი ხელოვანისა და დიდი რეფორმატორის ურთიერთობა და ინტერესთა ერთიანობა კარგად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიტყვაში, რომელიც მან 06.11.2010 წლის ნოემბერში
რეზო გაბრიაძის განახლებული თეატრის გახსნაზეწარმოთქვა.
„მახსოვს, 3 წლის წინ, ასეთი მზიანი საღამო იყო, როცა კაფეში ბატონ რეზოსთან ერთად ვისხედით.. მაშინ მან მითხრა, რომ საათის კეთებას იწყებდა..
გარდა იმისა, რომ ჩვენ გვყავს გენიალური შემოქმედი, რეჟისორი, მწერალი, გენიოსი, მართლაც მსოფლიო მოვლენა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რეზო გაბრიაძე… მე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ბატონი რეზო არის დიდი ნებისყოფის და მამაცი ადამიანი. რადგან მან, ბოლო წლების განმავლობაში, ცხრა ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია თეატრის განახლებულ შენობაზე მუშაობა, ისე როგორც ნამდვილი გენიოსი მოიქცეოდა…
მე ბევრი კოშკი მინახავს მსოფლიოში – პრაღაში, ბერლინში და სხვა ქალაქებში.. ბათუმშიც ავაშენეთ ერთი კოშკი, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავისი ჟანრული თავისებურების მიხედვით, ამ კოშკს ბადალი არ ჰყავს და ის შეიძლება მსოფლიოს საოცრებად შეფასდეს. ეს არის შედევრი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე..
უახლოეს მომავალში ჩვენ დავასრულებთ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამას და ღირსშესანიშნაობები სრულად აღდგება.. რის შემდეგაც, ვორონცოვიდან დამთვალიერებელი ამოუყვება ბარათაშვილის ხიდს, ამოვა რეზო გაბრიაძის კოშკამდე და აქედან განაგრძობს გზას იმ ადგილებამდე, სადაც შეიძლება ძველი თბილისის ხიბლი სრულად შეიგრძნოს”… – თქვა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...