მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ პარლამენტის სხდომას დღის მეორე ნახევარში შეუერთდება

ენმ პარლამენტის სხდომას დღის მეორე ნახევარში შეუერთდება

Published on

პარლამენტის პლენარული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. მასში არ მონაწილეობენ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

არსებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამეტის სხდომას დღის მეორე ნახევარში, შესვენების გამოცხადების შემდეგ შეუერთდება.

სესიაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

პარალელურად ,,ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში მისვლამდე კონსულტაციებს ცენტრალურ ოფისში მართავს. პარტიის წევრები ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.

დეპუტატების თქმით, პარლამენტში შესვლის შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კანონპროექტებზე მუშაობაში, ისინი ნატოში ინტეგრაციის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს.

“პარტიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, შესაბამისად, დაგველოდონ პარლამენტში ცოტა ინერვიულონ”,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მთავარი ოპოზიციური პარტია საქმიანობას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე იწყებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას, ადგილობრივ არჩევნებზე, რეფერენდუმისთვის მომზადების მიზნით გამოიყენებენ.

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...