მთავარისიახლეებიპოლიტიკა7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ "ენმ" დღეს პარლამენტში შედის

7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ “ენმ” დღეს პარლამენტში შედის

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, დღეს პარლამენტში შევა და სადეპუტატო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.

მანამდე, 7 ივნისს “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარლამენტო ფრაქციაც შექმნა, რომლის თავმჯდომარეც ხატია დეკანოიძე იქნება.

ბოიკოტის დასრულების შესახებ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, პარტიის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ბრძოლის გაგრძელებას ნიშნავს და ისინი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს კომფორტის ზონას არ დაუტოვებენ.

პარლამენტში შესვლის მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობა” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი ამნისტიის პუნქტს არ ეთანხმებიან.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...