მთავარისიახლეებისაზოგადოებაომბუდსმენი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა, რომელბმაც უკვე დატოვეს დაწესებულება საკუთარი სურვილით. ლომჯარიას ინფორმაციით, ისინი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან და შეუფერხებლად მიეწოდებათ მხარდამჭერი სერვისები.

“არასრულწლოვნებმა ჩემთან დეტალურად ისაუბრეს ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვნობის პერიოდში ჰქონდა ადგილი”, — აცხადებს სახალხო დამცველი.

ლომჯარიას თქმით, არასრულწლოვნებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ნინოწმინდის პანსიონი ყველა აღსაზრდელმა, მათივე საუკეთესო ინტერესებისთვის, უნდა დატოვოს დაწესებულება.

“სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში”, — აცხადებს სახალხო დამცველი.

იგი ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვნების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების მნიშვნელობაზე.

“ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით”, — აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი კვლავაც გააგრძელებს პანსიონიდან გამოყვანილი არასრულწლოვნების მდგომარეობისა და საჭიროებების მონიტორინგს, ასევე, შეისწავლის ის ბავშვების უფლებრივ მდგომარეობას, ვინც ჯერ კიდევ ამ პანსიონში იმყოფება.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისის მდგომარეობით პანსიონი უკვე 20-მა არასრულწლოვანმა დატოვა, მათ შორის 7 შშმ ბავშვია.

 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...