მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიტანეთში 12-15 წლამდე მოზარდებს pfizer-ით აცრიან

ბრიტანეთში 12-15 წლამდე მოზარდებს pfizer-ით აცრიან

Published on

ბრიტანეთმა 12-15 წლის მოზარდებზე pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

9 ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საფრანგეთში შესვლას კორონავირუსზე ტესტის ჩატარების გარეშე შეძლებენ. იგეგმება თუ არა საქართველოში ბავშვების კოვიდვაქცინით აცრა Pfizer-ის ახალი დოზების შემოსვლის შემდეგ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განმარტება გააკეთა.
„უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის სრულად დასრულებისთვის იმიტომ, რომ ისინი თუ ინფიცირდებიან, საბედნიეროდ, იოლად გადააქვთ დაავადება, მაგრამ ამავე დროს არიან სერიოზული გამავრცელებლები,რადგან ეს მიმართულება ემხრობა სწორედ იმ შეხედულებას, რომ ბავშვები უნდა აიცრან. მეორე შეხედულებაა, რომ თუ მოზრდილებში სერიოზულად დაგროვდა კუმულაციური იმუნიტეტი. მაშინ შეიძლება, თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ კიდევ მეტი მტკიცებულება არ დაგროვდება ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით – ბავშვთა ასაკში. სანამ ჩვენ Pfizer-ის ადმინისტრირებას დავიწყებთ, ამ მხრივ მეტი მტკიცებულება იქნება. იცით, რომ ჩვენ მივყვებით დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ბრიტანეთისა და ევროპის მარეგულირებლები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ვაქცინების სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით. წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა მე ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს, რომელსაც ახლა ეთერში ვერ გავაჟღერებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყანაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 2021 წლის 30 მარტიდან დაიწყო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...