20-25 მეტრი შეცურა და ნაპირზე ვერ გამოდიოდა – მაშველებმა თბილისში მოზარდი გადაარჩინეს

0
404

თბილისში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს. როგორც შსს იტყობინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას.

,,შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასწრულოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – ნათვამია ინფორმაციაში.

წინა სტატიააცრის 65%-იანი ნიშნული დეკემბერში – გამყრელიძე მასობრივ ვაქცინაციას აანონსებს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში აცრის სამუშაოები უნდა გასამმაგდეს – გამყრელიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური