მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული ახალგაზრდებიდან ორი მართვით სუნთქვაზე რჩება

ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული ახალგაზრდებიდან ორი მართვით სუნთქვაზე რჩება [Video]

Published on

დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილი 8 პაციენტიდან კლინიკაში ოთხი რჩება. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“სულ შემოყვანილი იქნა 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში დაესვათ დიაგნოზი: დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი. 8-დან 4-ის მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე და ისინი მოთავსდნენ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ხოლო დანარჩები 4 ის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამ დილით გაეწერნენ ბინაზე. რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტიდან 2 იმყოფება მართვით სუნთქვაზე,” – განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები, რომელთა ასაკი 20-დან 32 წლამდეა, დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ მოათავსეს

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...