მთავარისიახლეებისაზოგადოება"გამოდი სოლიდარობისთვის" - Tbilisi Pride-ის ღირსების მარში რუსთაველზე

“გამოდი სოლიდარობისთვის” – Tbilisi Pride-ის ღირსების მარში რუსთაველზე

Published on

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზაციაTbilisi Pride-ის დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა და მათი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

თაბაგარის თქმით, გარდა ღირსების მარშისა, პირველიდან ხუთ ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები.

ღირსების მარშის სლოგანი იქნება “გამოდი სოლიდარობისთვის”.

“წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით გვექნება პრაიდის კვირეული, რომელიც კულტურულ თუ პოლიტიკურ ღონისძიებებს აერთიანებს.

კონკრეტულად მინდა გავამახვილო ყურადღება ღირსების მარშზე, რომელიც გაიმართება 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, შევიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან Tbilisi Pride-ის წარმომადგენლები, ჩვენი მხარდამჭერები, პარტნიორი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები”, – თქვა თაბაგარმა.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...