მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც გაუნაწილებს

აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც გაუნაწილებს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოში გააგზავნის, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექვსი მილიონი დოზა გამიზნულია რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მექსიკისთვის, კანადისთვის, კორეის რესპუბლიკისთვის, დასავლეთ სანაპიროსთვის, ღაზასთვის, კოსოვსთვის, ჰაიტისთვის, ეგვიპტისთვის, იორდანიისთვის, ერაყისთვის და იემენისთვის, ისევე როგორც გაერო-ს თანამშრომლებისთვის მთელს მსოფლიოში.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ მზად არის, მსოფლიოს სულ 80 მილიონი ვაქცინა გაუზიაროს. მათ შორის დოზების 75 პროცენტი „კოვქსის“ პროგრამით განაწილდება სხვადასხვა ქვეყანაში. კოვაქსის ფარგლებში ვაქცინების განაწილებისას პრიორიტეტული იქნება კარიბის ზღვის, სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის რეგიონები.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 80 მილიონი დოზიდან პირველი 25 მილიონის დოზის განაწილება უახლოეს ხანში დაიწყება და პირველი ტრანშის ფარგლებში, ვაქცინებს მიიღებს საქართველოც.

სიახლეები

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალდება წარუდგინა

ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა...

რაჟდენ კუპრაშვილი დაასანქცირეს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დასანქცირებულია - რაჟდენ კუპრაშვილს შეზღუდვები ლიეტვუამ დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები...

ყველაფერი ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებს, ბურჭულაძის ბედი მასზეა დამოკიდებული – ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო დაწყებული გამოძიება არ შეეხება...

მომავალი ლიდერები – ბილიველებმა განათლებისა და მოხალისეობის წელიწადი შეაჯამეს

XI თაობის ბილიველებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, სადაც...