მთავარისიახლეებისაზოგადოებამომავალი ლიდერები - ბილიველებმა განათლებისა და მოხალისეობის წელიწადი შეაჯამეს

მომავალი ლიდერები – ბილიველებმა განათლებისა და მოხალისეობის წელიწადი შეაჯამეს

Published on

XI თაობის ბილიველებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, სადაც „ბილივის“ ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტებით, შეხვედრებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული 2024–2025 სასწავლო წელი შეაჯამეს.

დახურვის ღონისძიებაზე, მონაწილეები ჯგუფებად დაყოფილნი წარსდგნენ პრეზენტაციებით მათთვის გამორჩეულ და მნიშვნელოვან პროექტებზე. ბილიველებმა წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს შეხვედრებში, რომელიც ეხებოდა შემდეგ თემებს: ადამიანის უფლებები, მოხალისეობის კულტურა, გენდერული თანასწორობა,ლიდერობა და პიროვნული განვითარება.

მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები „ბილივის“ საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ ინიციატივებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

„უკვე მეორე ათწლეულს ვიწყებთ ბილიველებთან ერთად. აღნიშნული პროექტი 2014 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია რეგიონში, განსაკუთრებით კი ფოთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. არაერთი საინტერესო შეხვედრისა და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართულობის გზით, ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას და შევუწყოთ ხელი მათ ჩამოყალიბებას აქტიურ და სოციალურად პასუხისმგებელ მოქალაქეებად.
მოხარულები ვიქნებით, თუ მეტი ორგანიზაცია გამოგვიცხადებს მხარდაჭერას და ჩაერთვება ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში – ჩვენ ღია ვართ ახალი იდეებისა და პარტნიორობისთვის,“- აღნიშნა ფონდ „ბილივის“ თანადამფუძნებელმა, მარიკა ნადარაიამ.

„ბილივის“ საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა რიგებს, რომელიც უკვე 650-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს, წელს კიდევ 70 ფოთელი მოსწავლე შეემატა.

ცნობისთვის, ფონდი „ბილივი“ არის არაკომერციული, არაპოლიტიკური დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 11 წლის წინ დასავლეთ საქართველოში, საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად დაფუძნდა. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება. „ბილივი“ ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხმარება ბენეფიციარებს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში, განათლების დონის ამაღლებასა და პროფესიული დონის გაუმჯობესებაში.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...