მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შოკისმომგვრელი გაუმჭვირვალობა" - ევროპარლამენტარი ნამახვანჰესზე

,,შოკისმომგვრელი გაუმჭვირვალობა” – ევროპარლამენტარი ნამახვანჰესზე

Published on

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰაიდი ჰაუტალა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტზე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ამ ახალი სახის მობილიზაციას მიესალმება.

“მივესალმები საქართველოს მოსახლეობის ამ ახალ სახის მობილიზაციას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალოობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია”, — წერს ჰაიდი ჰაუტალა ტვიტერზე.

ნამახვანჰესის მშენებლობლობის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას მოჰყვა ადგილობრივების პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება. ისინი ჰესის მშენებლობის შეჩარებას და ტერიტორიიდან კომპანია ENKA-ს გასვლას ითხოვენ.

გუმათჰესთან პოლიცია მას შემდეგ არის განლაგებული, რაც სოფელ ნამოხვანში ხეობის აქტივისტებს კარვები დაუშალეს და იქ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. რკინის ბარიკადებში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ, თუმცა აქციის მონაწილეებს სახლში წასასვლელად შემოვლითი გზის გამოყენება უწევთ. ბარიკადებს პოლიცია ამაგრებს, რომელთან რაოდენობაც საღამოობით იზრდება

გუმათში თითქმის ყოველდღიურად ხმაურია. ყოველ საღამოს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ადგილზე აღმართულ რკინის ბარიკადებზე აბრახუნებენ და ჯებირების მიღმა გასვლას ცდილობენ.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...