მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში, ბებიის მკვლელობაში ბრალდებული გოგო პოლიციამ დააკავა

ფოთში, ბებიის მკვლელობაში ბრალდებული გოგო პოლიციამ დააკავა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას – 1953 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...