მთავარისიახლეებისაზოგადოებანოვავაქსის, ფაიზერის, ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინებს საქართველო მესამე კვარტალში ელოდება

ნოვავაქსის, ფაიზერის, ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინებს საქართველო მესამე კვარტალში ელოდება

Published on

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მესამე კვარტალში ფაიზერის, ნოვავაქსისა და ჯონსონი & ჯონსონის ათასობით დოზას ელოდება. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, მანამდე, ივნისის ბოლოს ჩინური სინოფარმის ახალ დოზებსაც მიიღებს საქართველო. მისივე განცხადებით, მესამე კვარტალში ქვეყანა ემზადება, დღეში 15 ათასამდე ადამიანი აცრას, წლის ბოლოს კი  1 700 000 მოზრდილი უნდა აიცრას ორჯერადად.

საქართველოში ორჯერადად აცრილია 33 718 ადამიანი, ერთჯერადად კი 115 473 ადამიანი.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, შემდეგ კი შემოვიდა სინოვაკის ვაქცინაც, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

ამ ეტაპზე მხოლოდ სინოკავის პირველ დოზაზე რეგისტრაციაა შესაძლებელი. თბილისში ყველა ადგილი დაჯავშნილია. აცრა შესაძლებელია რეგიონებში.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...