მთავარისიახლეები"კოკა-კოლა" არანაირ ვიქტორინას არ ატარებს - კომპანია ვირუსულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე

“კოკა-კოლა” არანაირ ვიქტორინას არ ატარებს – კომპანია ვირუსულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე

Published on

კოკა კოლა ბოთლერზ ჯორჯია არ აწარმოებს არანაირ ვიქტორინას და ვირუსული ინფორმაცია სახელწოდებით “კოკა-კოლას კეთილდღეობის ფონდი” ყალბია, ამასთან, კიბერდანაშაულის გამო კომპანიამ შსს-ს უკვე მიმართა – ამის შესახებ კომპანიის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, რომ ვირუსულ, ყალბ ინფორმაციასთან ერთად, “ფეისბუქის” ცალკეულ ჯგუფებში ვრცელდება ბმულიც, სადაც დაკლიკებით თითქოსდა 2.000 ლარის მფლობელი ხდები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და მეტიც, ეს ვირუსული ინფორმაცია მიზნად ისახავს თქვენი პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მოგახსნებთ რომ აღნიშნული ვებ გვერდი გახლავთ თაღლითური სქემა რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებუია შინაგან საქმეთ სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...