მთავარიUncategorizedკელი დეგნანი: მნიშვნელოვანია შუქრუთელები თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას. 

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია შუქრუთელები თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას. 

Published on

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შუქრუთელები თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას.

“აშშ-ს არ აქვს პირდაპირი როლი ამ საკითხში. ადამიანის უფლებების დაცვის ჩვენი ოფიცერი გუშინ შეხვდა ჯგუფს და მოისმინა მათი წუხილი. ჩვენ ვცდილობთ შეხვედრის ფასილიტაციას სახალხო დამცველის ოფისთან და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და იმუშაონ მათ პრობლემებზე. ჩვენი შეიძლება გვქონდეს დამაკშირებლის როლი. [..] გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კარგად გრძნობენ თავს მათი წუხილი მოსმენილი იქნება”. – ამბობს კელი დეგნანი.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 20 დღეზე მეტია, პირამოკერილები შიმშილობენ, საპროტესტო აქცია თბილისში, აშშ-ს საელჩოსთანაც გამართეს/

მოშიმშილეები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...