მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ქაცარავას გუნდმა რუსული სამხედრო სწავლება ჩაშალა

დავით ქაცარავას გუნდმა რუსული სამხედრო სწავლება ჩაშალა

Published on

ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ “ძალა ერთობაშია”, რომელიც შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე 2017 წლის ივლისიდან პატრულირებს, სოფელ ხურვალეთში წინასწარდაუგეგმავად ჩაშალა რუსი ოკუპანტების მასშტაბური სწავლების ერთი ეპიზოდი, რომელიც რადიოლოკაციურ საქმიანობას უკავშირდება.

მას შემდეგ, რაც დავით ქაცარავამ სამოქალაქო დრონი გამართა და ხურვალეთის თავზე, სასაფლაოსთან, იმ ტერიტორიას შემოუფრინა, სადაც ოკუპანტები აქტიურობდნენ, ამ უკანასკნელებმა იქაურობა დატოვეს, თუმცა მანამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოიძახეს.

დავით ქაცარავამ, დრონის მიერ გადაღებულ მასალაზე დაყრდნობით, ხურვალეთიდანვე დაწერა, რომ ოკუპანტები ახალი საგუშაგოს კეთილმოწყობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა: დრონის მასალა რადიო “თავისუფლებამაც” შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ოკუპანტების თავშეყრის მიზეზი სწორედ რადიოლოკაციური სწავლება იყო და არამხოლოდ “საგუშაგოს კეთილმოწყობა”.

“ხურვალეთში დრონით მონიტორინგის დროს დავაფიქსირეთ რუსორკების უცნაური მოქმედებები, რომლებიც პირველი შეხედვიდან მივიჩნიეთ მობილური საგუშაგოს მოწყობის მცდელობად. ხურვალეთიდან გამოსვლისას დავაფიქსირეთ ევროკავშირის მისიის მანქანების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა, რამაც დაგვაფიქრა იმაზე, რომ საქმე ბევრად მნიშვნელოვან რამესთან გვქონდა, ვიდრე საგუშაგოს კეთილმოწყობის მოქმედებებთან.ასეც აღმოჩნდა. გუშინ ოკუპანტებს მასშტაბური წვრთნები ჰქონდათ გამართული კავშირგაბმულობის რადიოტრენინგის კუთხით, რაშიც ხურვალეთის მიმდებარედ ხელი შეეშალათ ჩვენი სამოქალაქო დრონის გამოჩენით. რაც ძალზედ საინტერესოა, სამოქალაქო დრონის გამოჩენა ჩათვალეს “ინციდენტად” და გამოიძახეს ევროკავშირის წარმომადგენლები. ჩვენმა ხელისუფლებამ კი იუხერხულა ეს “ინციდენტი” და კვლავ არაფერი შეიმჩნია…”, – წერს დავით ქაცარავა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...