მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის სადგურებს იტალიური კომპანია აღადგენს - მოძრაობა "დროას" განცხადება

აფხაზეთის სადგურებს იტალიური კომპანია აღადგენს – მოძრაობა “დროას” განცხადება

Published on

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” მოუწოდებს ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს აფხაზური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

აფხაზური მედიის “გაგრა ტვ-ის” ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იტალიური კომპანია განახორციელებს. კომპანია სახელწოდებით “გლობალ არრედი” (Global Arredi) პოზიციონირებს როგორც იტალიური კომპანია, თუმცა, 13 წელია რუსეთში საქმიანობს.

კომპანიის წარმომადგენლები აფხაზეთში უკვე იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს ის სადგური, რომელიც უნდა აღადგინონ. ინფორმაციას აფხაზურ მედიასთან ერთად, თავად კომპანიაც ავრცელებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/Global-Arredi-101620638745522/. მათ გამოქვეყნებული აქვთ სიუჟეტიც, თანდართული ტექსტით, რომ ისინი შეხვდნენ გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ალხაზ ბარციცს, ე.წ. ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს და ქალაქის მთავარ არქიტექტორს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, იგეგმება სადგურ “პავილიონის და ქალაქის ცენტრალური სადგურის რეკონსტრუქცია.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...