წუხელ, თბილისში…

Published on

თბილისში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები ისევ დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა დიღომში, მირიან მეფის გამზირზე.

სოციალური ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ჩანს, რომ მანქანები წყალში მოძრაობენ.

თუმცა ერთგან ავტობუსმაც კი ვერ გააღწია და შუაწყალში გაჩერდა.

უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. წყალი შევარდა შენობაში, სადაც ბერი ანდრიას ფონდია განთავსებული და სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან. ეს ინფორმაცია ფონდის ელგვერდზე ვრცელდება.

დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ 112-ში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდებოდა. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენდნენ რეაგირებას. მობილიზებულ იქნა ყველა რესურსი

დილის ცნობებით, ძლიერი წვიმა აღარ არის, უბნის ქუჩების დიდი ნაწილი ტალახით არის დაფარული, განსაკუთრებით კი – კერძო დასახლებების ის ქუჩები, სადაც ასფალტის საფარი არ არის. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...