მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიციელმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვა - "მოწმობას ფოსტით გავაგზავნი"

პოლიციელმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვა – “მოწმობას ფოსტით გავაგზავნი”

Published on

პოლიციის ვანის სამმართველოს კაპიტანმა, უმცროსმა დეტექტივმა ხმელიძემ “მთავარის” პირდაპირ ეთერში სამსახური დატოვა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი პოლიციის ზემდგომთა დისკრიმინაციული მიდგომა და უკანონო დავალებებია.

კაპიტან ხმელიძის გულისწყრომა გუმათჰესთან ორად გაყოფილმა საზოგადოებამ გამოიწვია, რის მიზეზადაც ის პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ჯებირებს ასახელებს:

“დისკრიმინაციულად იყოფიან რიონის ხეობის მცხოვრებლები იქ მოსახლეებად და საპროტესტო აქციების მონაწილეებად… მე უარს ვამბობ სამსახურის გაგრძელებაზე ასეთ პოლიციაში, ჩემი ჯეტონი, იარაღი ინახება სეიფში, ასევე ის სისხლის სამართლის საქმეები, რაც ჩემზე იყო გაპიროვნებული, რაც შეეხება პოლიციელის მოწმობას, მას ფოსტით გავაგზავნი განყოფილებაში”, – ამბობს კაპიტანი ხმელიძე “მთავართან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...