მთავარისიახლეებიპოლიტიკაეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა - მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობს

ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა – მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის ფრაზას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ ქართველი კაცი ნაციონალების, მით უმეტეს, მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს და, შესაძლოა, იარაღიც აიღოს ხელში, – მიხეილ სააკაშვილმა მეუფე იაკობს “ფეისბუქზე” უპასუხა.

“ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა, “მეუფე”.იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არაორაზროვან რეაგირებას”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა პოლიტიკაში მოსვლაც დააანონსა, ამავდროულად კი განაცხადა:

“დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი მაინც ხომ გინდ არ მოწონდეს მმართველი პარტია, ნაციონალების დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს რა, მისი განწყობა… იარაღსაც აიღებენ ხელში, ის რომ დაიწყონ იქიდან მობრუნება კანონით”. 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...