მთავარისიახლეებისაზოგადოებაგომელაური ხეობის მცველებს ემუქრება, გოლეთიანი კი შსს-ს აფრთხილებს

გომელაური ხეობის მცველებს ემუქრება, გოლეთიანი კი შსს-ს აფრთხილებს

Published on

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პოლიცია გამოიყენებს წყლის ჭავლსაც და ცრემლსადენ გაზსაც, თუკი რიონის ხეობაში სიტუაცია დაიძაბება და განმუხტვისთვის ამ სპეცღონისძიებების საჭიროება იქნება.

შს მინისტრის განცხადებას რიონის ხეობის მცველთა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა უპასუხა და განაცხადა, რომ საორგანიზაციო ჯგუფი თითქმის ყოველდღე აკავებს აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს და რომ თუ ისინი (ხეობის მცველები) იქ არ იქნებიან, “ხეობაში მოსალოდნელობა და რისკი ამ შეჭრების იმატებს, გამაკონტროლებელი აღარ ეყოლება იმ ჯგუფებს”.

შეგახსენებთ, 200 დღეზე მეტია, რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. რამდენიმე დღით საპროტესტო აქციამ დედაქალაქში გადმოინაცვლა, თუმცა, დაპირებული “დედაქალაქის პარალიზება” არ შედგა და საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. მათ გუმათჰესთან გზა გადაუკეტეს, აქციის მონაწილეები კი რკინის ჯებირებს მუშტებს ურტყამდნენ, რის შემდეგაც შსს-მ სხვისი ქონების დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო, ხოლო აქციის მონაწილეთა ნაწილი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...