მთავარისიახლეებიმსოფლიოვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა

Published on

 ვიეტნამში  აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც კორონავირუსის ე.წ. ინდური და ბრიტანული შტამის ჰიბრიდია.

ახალი ვარიანტი წინა ვარიანტებთან შედარებით უფრო გადამდებია, ვირუსი სწრაფად მრავლდება და სწორედ ამიტომ დადასტურდა მოკლე ხანში ბევრი ახალი შემთხვევა სხვადასხვა ადგილას. ამის შეახებ ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუნ თან ლონგმა 29 მაისს განაცხადა

“გენეტიკური სეკვენირების შემდეგ იმ პაციენტების ნიმუშებიდან, რომლებსაც ვირუსი ახლახან დაუდასტურდათ, აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რაც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია. უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტი მუტაციით, რომელიც თავდაპირველად ბრიტანული ვარიანტის მუტაცია იყო”. – თქვა მინისტრმა. 

ვიეტნამში კორონავირუსის 6 396 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 47 პაციენტი ემსხვერპლა. ქვეყანაში 97 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

სიახლეები

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალდება წარუდგინა

ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა...

რაჟდენ კუპრაშვილი დაასანქცირეს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დასანქცირებულია - რაჟდენ კუპრაშვილს შეზღუდვები ლიეტვუამ დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები...

ყველაფერი ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებს, ბურჭულაძის ბედი მასზეა დამოკიდებული – ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო დაწყებული გამოძიება არ შეეხება...

მომავალი ლიდერები – ბილიველებმა განათლებისა და მოხალისეობის წელიწადი შეაჯამეს

XI თაობის ბილიველებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, სადაც...