მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილის მიმართვა ნამახვანჰესზე: ,,10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, მაგრამ...

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ნამახვანჰესზე: ,,10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, მაგრამ არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებსა და განმარტავს, რატომ ემხრობოდა 10-15 წლის წინ ნამახვანჰესის აშენებას.

საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

ამ ხანებში მესმის ჩემს ციტატებს ატრიალებენ, თითქოს სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების, დიდი ჭკუით არ მოსდის ეს ვინც ამ ციტატებს ატრიალებს. დიახ, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, მაგრამ არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს, რიონს გააქრობდა, მილებში მოაქცევდა და ათასგვარ უბედურებას. ამათ ყველაზე უარეს პირობებში გააკეთეს ეს პროექტი გახარიას ხელმოწერით”, – თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ 10-15 წლის წინანადელი რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა. მისივე თქმით, “მაშინ მზისა და ქარის ენერგია გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე ჰიდრო და სხვა რესურსები”.

“უამრავი ახალი ტექნოლოგიებია მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ არ იყო ეს. ყველაფერი გაიაფდა და შეიცვალა. ამიტომ, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია… ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა, ეპოქა შეიცვალა, დრო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხელ სააკაშვილი გუმათში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ არ შეიძლება ქვეყანა ასე ექცეოდეს საკუთარ მოქალაქეებს. მისივე თქმით, “საქართველოს ბიზნესში, მით უმეტეს დიდ ბიზნესში, ჩიტი ვერ გადაიფრენს ივანიშვილის პირდაპირი წილის გარეშე”. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება მასსა და ივანიშვილს შორის. ,

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...