მთავარისიახლეებიმსოფლიოაზერბაიჯანი საზღვარზე დაძაბულობის პროვოცირებით ცდილობს სომხეთის არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს

აზერბაიჯანი საზღვარზე დაძაბულობის პროვოცირებით ცდილობს სომხეთის არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს

Published on

აზერბაიჯანი საზღვარზე დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს, რათა სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს. ამის შესახებ ფაშინიანმა მისი პარტიის აქტივთან შეხვედრისას განაცხადა.

„საზღვარზე აზერბაიჯანის უკანასკნელი პროვოკაციული ქმედებების მიზანია სომხეთში წინასაარჩევნო პროცესებზე ზეგავლენა. აზერბაიჯანი თავისი პროვოკაციული ქმედებებით ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ არჩევნების კონკრეტული შედეგი დადგეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი აზრით, ბაქო არ არის დაინტერესებული, მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც სომხეთში გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მთავრობა და პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები შეთანხმდნენ, რომ 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

სიახლეები

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალდება წარუდგინა

ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა...

რაჟდენ კუპრაშვილი დაასანქცირეს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დასანქცირებულია - რაჟდენ კუპრაშვილს შეზღუდვები ლიეტვუამ დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები...

ყველაფერი ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებს, ბურჭულაძის ბედი მასზეა დამოკიდებული – ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო დაწყებული გამოძიება არ შეეხება...

მომავალი ლიდერები – ბილიველებმა განათლებისა და მოხალისეობის წელიწადი შეაჯამეს

XI თაობის ბილიველებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, სადაც...