მთავარისიახლეებიპოლიტიკაგადავდექი იმიტომ, რომ პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა...

გადავდექი იმიტომ, რომ პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა – გიორგი გახარია

Published on

გიორგი გახარიამ ახალი გუნდი “საქართველოსთვის” ოფიციალურად დააფუძნა. ყოფილი პრემიერი ახალი პოლიტიკური გაერთიანების – “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გახდა. ახალი პოლიტიკური გაერთიანება გახარიამ საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა. მათი განცხადებით, გუნდი ჩართული იქნება ყველა პოლიტიკურ პროცესში. პარტია “საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. 

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ის გადადგა, იმიტომ რომ “ოცნებამ” პარტიული ინტერესების სახლემწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენა. გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.

“გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ გულწრფელად, 8 წლიანი მმართველობის შემდგომ მმართველი პარტია თავის მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვქონდეს ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა იყოს უფრო მეტად ეფექტური, კიდევ უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯს რომელიც მე გადავდგი”, – თქვა გახარიამ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...