გიორგი გახარიას პარტიის ” პრეზენტაციის პარალელურად “ექსპო-ჯორჯიასთან” სამოქალაქო აქტივისტები და 20 ივნისის სისხლიან ღამეს დაზარალებულები შეიკრიბნენ და აქციას რთავენ. მოძრაობა “შეცვალეს” და “საქართველოსთვის” წევრები გახარიას პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას შეძახილებითა და საყვირებით აპროტესტებენ. ამ წუთებში ადგილზე ვითარება დაძაბულია. დაპირისპირება ძმები არველაძეების გამოჩენას მოყვა.
“სტუმრად ვართ მოსული, პრველში მობრძანდით ინფექციურის ეზოში, მეორეჯერ ავიცრები და იქ ვილაპარაკოთ” – უპასუხა აჩი არველაძემ აქციის მონაწილეებს.