მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩემი მთავარი ამოცანაა ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი - მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი...

ჩემი მთავარი ამოცანაა ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი – მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის მეგობარ და პარტნიორ პოლიტიკოსებს ბრიუსელში ხვდება. მიხეილ სააკაშვილი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მჭიდრო გრაფიკით ჩავიდა.

დღის წესრიგში ერთ ერთი მთავარი საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლაა, ამ გარანტიების მიღებას სააკაშვილი ევროპარლამენტში გავლენიანი დეპუტატებისგან ცდილობდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოლაპარაკებები არა მხოლოდ კანონმდებლებთან, არამედ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან გამართა. 

ჩემი მთავარი ამოცანაა ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ევროპულ შეხვედრებზე საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილს პირველი მოლაპარაკება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფისში ჰქონდა, სადაც საგარეო ურთიერთობებში მიშელის უფროს მრჩეველს სიმონ მორდუს შეხვდა.

იგი ეწვია ევროპის საგარეო ურთიერთობათა ოფისსაც, რომელსაც ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანს ანტონიო ლოპეს იშტურიცს, ესაუბრა ალდეს წარმომადგენელს პეტრას აუსტრევიჩუს.

მიხეილ სააკაშვილს ცალცალკე მოლაპარაკებები ჰქონდა ანდრიუს კუბილიუსთან, ვიოლა ფონ კრამონთან, მაიკ გალერისთან, ანა ფოტიგასა და სარიუშ ვოლსკისთან.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...