მთავარისიახლეებიმედიცინაინდური შტამით ინფიცირებულთაგან ორი საქართველოს მოქალაქეა

ინდური შტამით ინფიცირებულთაგან ორი საქართველოს მოქალაქეა

Published on

ინდური შტამის ხუთი შემთხვევიდან, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, ორი საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, თუმცა, როგორც ინფიცირებულები, ასევე მათი კონტაქტები დადგენილი და იზოლირებულია, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ხუთ ინფიცირებულს ინდური შტამი ერთ ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ დაუდასტურდა, სამმა ქვეყანა უკვე დატოვა, ისინი აღმოსავლური ქვეყნების მოქალაქეები არიან და მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იყო – ქვეყნებს შეტყობინება საქართველოდან უახლოეს პერიოდში გაეგზავნება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ინდური შტამის მომაკვდინებლობის შესახებ ხმები გადაჭარბებულია და ორი ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. ამას გარდა, მისივე თქმით, საქართველოში შემოტანილი ყველა ვაქცინა კარგად უმკლავდება როგორც კოვიდ-19-ს, ასევე მის შტამებს, მათ შორის ინდურსაც.

შეგახსენებთ, ინდოეთში კორონავირუსის მასშტაბური მეორე ტალღა აპრილის დასაწყისში, ხალხმრავალი შეკრებების, არასაკმარისი ვაქცინებისა და კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო დაიწყო, რასაც ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ვირუსები მუტაციით ხასიათდებიან, ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს და მუტირებული ვირუსი უფრო ძლიერი ან სუსტი ხდება. Covid-19-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მან რამდენიმე მუტაცია განიცადა და ე.წ. “ინდური შტამი” ერთ-ერთი მათგანია. 

ამავე თემაზე:

საქართველოში ე.წ. ინდური შტამი დადასტურდა

არაავტორიზებულ ვაქცინას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – ჯანდაცვის ექსპერტები “სინოვაკზე”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...