თვეზე მეტია, სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვენ

0
392

უკვე ერთ თვეზე მეტია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ. მიზეზად სტუდენტები ასახელებენ იმას, რომ გურგენიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი. აქციის მონაწილეები შიმშილობის გამოცხადებასაც აანონსებენ.

თავად რექტორი, დავით გურგენიძე კი აცხადებს, რომ ყველა ნასამართლეობა გაქარწყლებულია და რამდენიმე მუხლში უკვე გამართლებულია, ხოლო მისი ოჯახი 2007-2009 წლებში იდევნებოდა.

ამავე დროს, ოდიშინიუსმა მოიპოვა დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებაა ასახული და რომლის მიხედვითაც რექტორი ნასამართლევად ითვლება, ხოლო ამ ნასამართლობის გაქარწყლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს.

წინა სტატიანიკა მელია ზუგდიდში ენმ-ის აქტივს შეხვდება
შემდეგი სტატია26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური