მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო, რუსეთის ოკუპაცია და მილოცვა - ჯო ბაიდენის გზავნილი 26 მაისს

საქართველო, რუსეთის ოკუპაცია და მილოცვა – ჯო ბაიდენის გზავნილი 26 მაისს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პრემიერმინისტრისადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მისი ფიქრები “მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.

ამავე დროს, ჯო ბაიდენის გზავნილში ნათქვამია, რომ აშშ აღიარებს იმ გარე გამოწვევებს, რომლებთან გამკლავებასაც საქართველო აგრძელებს.

“შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”, – წერს ჯო ბაიდენი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

ამავე დროს, ჯო ბაიდენის წერილში ხაზგასმული და გამოხატულია იმედი, რომ საქართველოში სასამართლოს რეფორმა და დემოკრატიის განვითარება შეუქცევადი პროცესი იქნება:

“შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...