მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო, რუსეთის ოკუპაცია და მილოცვა - ჯო ბაიდენის გზავნილი 26 მაისს

საქართველო, რუსეთის ოკუპაცია და მილოცვა – ჯო ბაიდენის გზავნილი 26 მაისს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პრემიერმინისტრისადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მისი ფიქრები “მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.

ამავე დროს, ჯო ბაიდენის გზავნილში ნათქვამია, რომ აშშ აღიარებს იმ გარე გამოწვევებს, რომლებთან გამკლავებასაც საქართველო აგრძელებს.

“შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”, – წერს ჯო ბაიდენი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

ამავე დროს, ჯო ბაიდენის წერილში ხაზგასმული და გამოხატულია იმედი, რომ საქართველოში სასამართლოს რეფორმა და დემოკრატიის განვითარება შეუქცევადი პროცესი იქნება:

შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...