მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: ,,26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს!''

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: ,,26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს!”

Published on

თბილისში, თავისუფლების მოედანზე 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება.უკვე შედგა საქართველოს ჯარისკაცების ფიცის დადების ცერემონიალი.მოგვიანებით დაგეგმილია პირველი რესპუბლიკის მთავარსარდლის, გიორგი კვინიტაძის გამოსვენება სამების ტაძრიდან და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა.

“”2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მოვლენა მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო. თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკლად ემსახუროთ სამშობლოს. მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი”, — ასე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალწვეულებს ფიცის დადება.

,,სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძლებული გახდა, რომ საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით. ბრუნდება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში.

26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში დაბრუნდა. იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში. ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე.

26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს! გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო, ომს, მისი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს. ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეგუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას. — განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის საუკუნოვან ბრძოლაში დაღუპულ ყველა ჯარისკაცს.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...