მთავარისიახლეებისაზოგადოება"კლანი უნდა დასრულდეს" – აქცია იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან

“კლანი უნდა დასრულდეს” – აქცია იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან

Published on

თბილისში, ამ წუთებში აქცია იმართება. იუსტიციის სკოლასთან შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები. მატ ხელში უჭირავს პლაკატები წარწერით ” კლანი უნდა დასრულდეს”. აქციის ორგანიზატორებმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს და 26 მაისის აქცია დააანონსეს:

“მართლმსაჯულების სისტემას დაპატრონებილი კლანი საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებასა და გავლენების გაფართოებას ცდილობს. ამ მიზნით, 2021 წლის 26 მაისს ჩაინიშნა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც მოსამართლეთა უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად წოდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანოა. საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს. 4 მოსამართლე წევრი მოსამართლეთა კონფერენფიაზე, პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრის ხელშია მოსამართლეთა დანიშვნა, მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და დისციპლინარული სანქცირება. დღევანდელი მდგომარეობით მართლმსაჯულების სისტემაში გაბატონებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, რომელიც გარიგებულია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან სრულად აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, კლანს აქვს სრული კონტროლი მოსამართლეთა აბსოლიტურ უმრავლესობაზე. ამ ფაქტს ადასტურებს მოსამართლეთა კონფერენციების მრავალწლიანი პრაქტიკა. მოსამართლეთა მიერ ყოველთვის იმ
კანდიდატების არჩევა ხდება, რომლებიც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წარდგენილები არიან.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი ითვალიწინებს სასამართლოს რეფორმას, რომელიც თავის მხრივ, მოიაზრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც. მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების მიუხედავად, პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებული არ არის.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და საბჭოს მოსამართლე წევრების არსებული კანონმდებლობით არჩევა ხელს უშლის ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აძლიერებს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლებისა და კლანური დაჯგუფების ინტერესებს და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.

სასამართლო სისტემა ვერ გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გახდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო.

საპროტესტო აქციის მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას!

ჩვენი მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას!” – ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა “სირცხვილია” და “დროა”, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...